დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
პირველი გამოცდა აბიტურიენტებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს.
გამოცდა 2 სესიად ჩატარდა, პირველ სესიაზე 508 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 475 გამომცდელი გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზრ 504-დან 470 აპლიკანტი.
რაც შეეხება საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულებს საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.
5 ივლისს ჩატარდება ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც.
მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.
შეგახსენებთ ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.