დღეს აბიტურიენტები ისტორიისა და ქიმიის გამოცდას აბარებენ

დღეს აბიტურიენტები ისტორიისა და ქიმიის გამოცდას აბარებენ, ხოლო მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები – მათემატიკასა და სამოქალაქო განათლების გამოცდას.
ისტორიის გამოცდაზე გამოცხადდა 91%-მდე, ხოლო ქიმიის გამოცდაზე 92%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ექვსმა გამოსაცდელმა.
მათემატიკის გამოცდაზე გამოცხადდა 82%-ზე მეტი, ხოლო სამოქალაქო განათლების გამოცდაზე – 81%-ზე მეტი აპლიკანტი. ამ დროის მონაცემებით არ არის დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.
ხვალ გამოცდები საერთო სამაგისტრო გამოცდით გაგრძელდება. ორივე სესიაზე მაგისტრანტობის მსურველები წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის გამოცდას ჩააბარებენ.