ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

 

ფონ დერ ლაიენს 720 ევროდეპუტატიდან 401 დაუჭირა მხარი, 284 წინააღმდეგი იყო. ის ევროკომისიის პრეზიდენტად ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

 

ფონ დერ ლაიენი 1958 წლის 8 ოქტომბერს ბელგიაში დაიბადა. 2013 – 2019 წლებში ის გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო. 2019 წელს ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად პირველად აირჩიეს.