ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევუნარჩუნებთ ამ ქვეყანას მშვიდობას, უზრუნველვყოფთ მოქალაქეებისთვის კეთილდღეობას და კეთილდღეობის ხარისხი მუდმივად გაიზრდება

ჩვენ შევუნარჩუნებთ ამ ქვეყანას მშვიდობას. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას და კეთილდღეობის ხარისხი მუდმივად გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

„დაპირებები ასახული იქნება ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. დაპირებები მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა სფეროს, მაგრამ მთავარი დაპირება არის ის, რაც არის გამოხატული ჩვენს საარჩევნო სლოგანში – ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკის წარმოებას. მიუხედავად წნეხისა და ზეწოლისა, ჩვენ შევუნარჩუნებთ ამ ქვეყანას მშვიდობას. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობას და კეთილდღეობის ხარისხი მუდმივად გაიზრდება“, – აღნიშნა პრემიერმა.