ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს
ლაშა ბექაურმა (90 კგ) პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში იჭიდავა. ქართველი სპორტსმენი სამხრეთკორეელ ჯეიოპ ჰანს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს.
მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრაში ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით მოუგო.
ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა და ოქროს მედალი დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა – ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.