ლაშა გურულს სადებიუტო ოლიმპიადაზე მედალს ერთი მოგება აშორებს

27 წლის ლაშა გურულმა მერვედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. რუსთაველმა  სპორტსმენმა მეტოქე დამაჯერებლად, 5:0, დაამარცხა და 1 აგვისტოს მეოთხედფინალში ყაზახ მეტოქეს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში გამარჯვების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.

შეგახსენებთ ლაშა გურული ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.