ნეპალში ავიაკატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. მცირე ზომის თვითმფრინავი კატმანდუს აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი და 17 ტექნიკური სპეციალისტი იმყოფებოდა, რომლებიც ქალაქ პოკჰარაში სხვა თვითმფრინავის შესაკეთებლად მიემგზავრებოდნენ.
ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, თვითმფრინავი კატმანდუდან ქალაქ პოხარაში მიემართებოდა და ის აფრენისას, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ჩამოვარდა. მისი განმარტებით, თვითმფრინავი ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად უნდა გაფრენილიყო.