პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი რუსთავის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.
|შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
„რუსთავის თვითმმართველობასთან თანამშრომლობა გრძელდება. დღეს შევხვდით რუსთავის გენდერული საბჭოს ხელმძღვანელს და საბჭოს წევრებს. შევთანხმდით, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ, დავგეგმეთ რამდენიმე კონკრეტული აქტივობა, მათ შორის გავუზიარებთ ყველა იმ თემატურ მიგნებას, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე გვქონდა. ასევე იმ რეკომენდაციებსაც, რომლებიც მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით გვაქვს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი საბჭო ეფექტიანი იქნება და ახალი შემართებით გააგრძელებს გენდერული თანასწორობის საკითხების ადვოკატირებას რუსთავში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.