26 ივლისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი დაზიანდა. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანიასთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, რაც მოიცავს პროექტირებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას.
სამუშაოები სწრაფი ტემპით განხორციელდება.
ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.