პარიზის ოლიმპიადაზე,რუსთაველი სპორტსმენების მხარდასაჭერად,რუსთავში მსვლელობა მოეწყო

პარიზში ოლიმპიადაზე, რუსთავიდან მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში გიორგი სარდალაშვილი, მსოფლიო პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი კრივში – ლაშა გურული ასპარეზობენ.

რუსთავში, პარიზის ოლიმპიადაზე მოასპარეზე რუსთაველი სპორტსმენების გულშემატკივრობისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

27 ივლისს რუსთაველები გიორგი სარდალაშვილს, 29 ივლისს კი ლაშა გურულს ახალი სპორტის სასახლიდან უგულშემატკივრებენ, სადაც დიდ მონიტორზე ოლიმპიადის პირდაპირი ტრანსლაცია მოეწყობა.

რუსთაველი ჩემპიონების ბანერები იკვრება ბილბორდებზე და მუნიციპალურ ტრანსპორტზე.

დღეს რუსთავის სპორტის სასახლიდან ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოეწყო, რომელშიც რუსთაველი ახალგაზრდები, სპორტსმენები და ველომოყვარულთა კლუბის წევრები მონაწილეობდნენ.