პროფესიული განათლება დასაქმების ხელშეწყობისთვის”, რუსთავის მერიის ახალი სოციალური პროგრამა

რუსთავის მერიის ახალი სოციალური პროგრამა- ,,პროფესიული განათლება დასაქმების ხელშეწყობისთვის”, რომლის დაფინანსებაც, მუნიციპალიტეტმა ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, მიმდინარე წელს დაიწყო, დეფიციტური პროფესიების წახალისებას ისახავს მიზნად.

 

პროგრამა კოლეჯ ,,მოდუსთან” გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

დღეს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და კოლეჯ ,,მოდუსის’’ დირექტორმა ნინო ქავთარაძემ პროგრამის ფარგლებში გადამზადებულ 15 რუსთაველს გადასცეს სერთიფიკატი, რომელიც მათ ლიფტის ტექნიკოსის სერთიფიცირებული სპეციალისტის კვალიფიკაციას აძლევს.

 

შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები ესწრებოდნენ.

თხუთმეტივე სერთიფიცირებული სპეციალისტი, პროფესიის შესაბამის პოზიციაზე იმუშავებს.

 

რუსთავში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების და უფასო ლიფტების პროგრამა უკვე მესამე წელია, რაც მიმდინარეობს.

სერვისის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტმა განათლების სამინისტროს დახმარებით, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში” ახალი სასწავლო მოდულის ამუშავება უზრუნველყო.

 

ამავე პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერია, მებაღეობის და საბავშვო ბაღის აღმზრდელის პროფესიის შესწავლის მსურველ რუსთაველებსაც აფინანსებს.