დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის , მამუკა მამაიაშვილის განმარტებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ასევე გადასახადების ნაწილის გეგმა 133 მლნ 524 ათასი ლარით განისაზღვრა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა ფიზიკურ პირისთვის, მშენებლობის განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის გაგრძელების საკითხს.
საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.
სხდომაზე დამტკიცდა, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტები.
საკრებულოს დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ თხუთმეტ საკითხს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბერიძემ, რეგლამენტის თანახმად, სხდომა დახურულად გამოაცხადა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას არ ესწრებოდნენ, ფრაქციების „რუსთავი საქართველოსთვის“ და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები