რუსთავის საბავშვო ბაღების დამამთავრებელი ჯგუფის ყველა აღსაზრდელმა რუსთავის მერიისგან საჩუქრად, გამოსაშვები ალბომი მიიღო

რუსთავის საბავშვო ბაღების დამამთავრებელი ჯგუფის ყველა აღსაზრდელმა რუსთავის მერიისგან საჩუქრად, გამოსაშვები ალბომი მიიღო.
რუსთაველი პატარებისთვის, გამოსაშვები ალბომების გადაცემის ტრადიციას საფუძველი, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, გასულ წელს ჩაეყარა.
წელს, მერიის საჩუქარი ბაგა-ბაღების გაერთიანების დამამთავრებელი ჯგუფების 1620-მა აღსაზრდელმა მიიღო.