საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.
მეოთხედფინალში ესპანეთი გერმანიის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრების საქომაგოდ, რუსთაველები ქალაქის ცენტრალურ პარკში, ოქსიგენ ფესტის სივრცეში შეიკრიბნენ. ევროპის ჩემპიონატის ღია ჩვენება რუსთავის მერიის და ოქსიგენ ფესტის ორგანიზებით გაიმართა.