რუსთავის ცენტრალურ პარკში ოქსიგენ ფესტის სივრცეში დღეს რუსთავული საღამო გაიმართა

რუსთავის ცენტრალურ პარკში ოქსიგენ ფესტის სივრცეში დღეს რუსთავული საღამო გაიმართა.

ოქსიგენ ფესტის სივრცემ რუსთავში არსებულ მუსიკალურ ჯგუფებს უმასპინძლა,რომელთაც რუსთაველებისთვის კარგად ნაცნობი მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

შეგახსენებთ ფესტივალის განმავლობაში: “რუსთავის ქუჩის ბაზარი” ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე  კვების, ლუდისა და კოქტეილ ბარის სივრცეები არის მოწყობილი.

ფესტივალი ქალაქში რუსთავის მერიის მხარდაჭერით უკვე მესამე წელია იმართება.