რუსთავის ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის სივრცეში, ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
2023-2024 სასწავლო წლის სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სპეციალური სიგელები გადასცა.
ოქროს მედალოსნების დაჯილდოება, რუსთავში, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მესამედ გაიმართა.
წელს, ოქროს მედალოსნებს ვერცხლის მედლის მფლობელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ და 185 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, მერიისგან ფულადი ჯილდო, პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა.
მერიის ფულადი ჯილდოს გარდა, ახალგაზრდებმა სხვა საჩუქრებიც მიიღეს.
ღონისძიების სპონსორების თანადგომით, ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, ლოტოტრონით გათამაშებული პრიზები გადასცეს.
რუსთაველი მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიას, პარლამენტარი ბაია კვიციანი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და რუსთაველი ბიზნესმენები დაესწრნენ.