რუსთავში სპორტული კომპლექსის გახსნის შემდეგ 3 თვე გავიდა

ქალაქ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის შემდეგ 3 თვე გავიდა და სივრცე მთლიანად დაიტვირთა სპორტული სექციებით.

დარბაზებში უკვე ვარჯიშობენ და მაღალი დონის ტურნირებს ატარებენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში: კალათბურთში, ფრენბურთში, ჭიდაობაში, ფარიკაობაში და სხვა.

ყველა დისციპლინისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სივრცეები, რომლებიც აღჭურვილია აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

შეჯიბრების ჩასატარებლად დარბაზში დამონტაჟებულია ლედ ეკრანები. შენობა აღჭურვილია გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებით.

მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.