რუსთავში, 16 ავარიული კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტი, დასასრულს უახლოვდება

რუსთავში, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების სრული გამაგრება-რეაბილიტაცია, აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს, სამუშაოები 12 მისამართზე უკვე დასრულდა და 4-ში აქტიურად მიმდინარეობს.
2024 წელს, რუსთავში, ჯამში 16 კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია იყო გათვალისწინებული.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტების მიმდინარეობას, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.
დღეისათვის, ქაშაკაშვილის #8 და #10-ში, დონეცკელი მეტალურგების გასასვლელის #18-ში საძირკვლის გამაგრება დასრულდა და ფასადების სამღებრო სამუშაოები მიმდინარებს, აქტიურად მიმდინარეობს კოსტავას გამზირის #1 კორპუსის საძირკვლის გამაგრებაც.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, რუსთავში 11 კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა, დასრულებულია ვაჟა-ფშაველას მე-2-ე გასასვლელის #4-ის გამაგრება-რეაბილიტაცია.
2024 წელს, რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციისთვის, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 8 070 856 ლარი იყო გათვალისწინებული.