საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ლიეტუვასთან გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძლების დამარცხება ანგარიშით 1:0 შეძლეს და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვება 88-ე წუთზე მაიკო ბებიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრები C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსან გუნდს შორის მოხვდა.
ინფორმაციისთვის: პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება.