ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია
ტატო გილაშვილმა (81 კგ) მეოთხედფინალში ტაჯიკი სომონ მაჰმადბეკოვს დამატებით დროში ვაზარით სძლია და პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს, მერვედფინალში კი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილს სძლია.
ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა, სპორტსმენს ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, მან მესამე ადგილისთვის ბრძოლა ბელგიელ მატიას კასესთან დათმო.