ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, რუსთავის, გარდაბნის, დმანისის, მარნეულის, ბოლნისის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიმდინარეობისას რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებები განიხილეს.
მერებთან ერთად სამუშაო შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე ესწრებოდნენ.