შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე – გიგა ნიკოლეიშვილი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი – ლევან ღირსიაშვილი და სხვა მონაწილე უწყებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ სწავლება მიზნად ისახავდა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტების დროს ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე უწყებათაშორისი მზადყოფნის, კოორდინაციისა და რეაგირების შესაძლებლობების დემონსტრირებასა და შემდგომ გაძლიერებას. სწავლების ფარგლებში, სოფელი კრწანისის ტერიტორიაზე, საველე ვარჯიში გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.