ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. საქართველოს 12 ქალაქში, გამოსაცდელების მისაღებად უკვე მზად არის 24 საგამოცდო ცენტრი.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.

წელს გამოდებისთვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება