11 ივლისს ქვემო ქართლის რეგიონში,ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, თამარისი, ალავარი, სისკალა და მიმდებარე სოფლბეში;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, განთიადი, კამარლო, მაშავერა, ჯავახი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, ფიროსმანის, ლაღიძის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე;

16:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა და თელეთი.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.