13 და 15 ივლისს ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს 02:20-დან 02:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში კოსტავას, სპორტის, მშენებელთა, დუმბაზის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუუსების ნაწილს;

15 ივლისს 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ენაგეთი, ჯორჯიაშვილი, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი და დარბაზი;

13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი და მიმდებარედ;

17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მარის არხის დასახლებასა და მშენებელთა ქუჩის ნაწილში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.