14 ივლისს ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

14 ივლისს, სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს „იმერლები“ და „ცენტრი“ შეხვდნენ და იმერლების სასარგებლოდ 8-2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით, უკვე მერვე წელია ტარდება და მასში მონაწილეობას სართიჭალის სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები იღებენ.

წლევანდელი წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა იმითაც, რომ ტურნირი სართიჭალის ახლადრეაბილიტირებულ ევროპული სტანდარტების შესაბამის სტადიონზე გაიმართა.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტის წევრები ირაკლი შატაკიშვილი, სავალან მირზოევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გუნდები ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და სიგელებით დასაჩუქრდნენ.