„ბიბლუსის“ ლიტერატურული ტურნე „ილიას ევროპა და საქართველო“ რუსთავიდან დაიწყო

„ბიბლუსის“, უპრეცედენტო მაშტაბის ლიტერატურული ტურნე თემით „ილიას ევროპა და საქართველო“ რუსთავიდან დაიწყო. რუსთაველებთან შესახვედრად დღეს ბიბლუსს გიორგი არაბული და გიორგი კეკელიძე სტუმრობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მწერლებმა ისაუბრეს თუ რას ნიშნავს ილიასეული ევროპა და ამ ევროპაში საქართველოს ადგილის მნიშვნელობაზე. მწერლებმა ასევე მკითხველთათვის წარადგინეს და განიხილეს საკუთარი წიგნები და ავტოგრაფებიც დაარიგეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მისული სტუმრებისთვის -30%იანი ფასდაკლება მოქმედებდა სრულ ასორტიმენტზე.​

ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლები 9 ქალაქს ესტუმრებიან და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

ბიბლუსის ლიტერატურული ტურნე „ილიას ევროპა და საქართველო“19 ივლისს, ბათუმში დასრულდება.

• 1 ივლისი, რუსთავი – გიორგი არაბული და გიორგი კეკელიძე;

• 4 ივლისი, ქუთაისი – ნათია ჯაგოდნიშვილი

• 10 ივლისი, გორი – ვასო გულეური, დათო ტურაშვილი და დიანა ანფიმიადი;

• 13 ივლისი, თელავი – მიშა ღამესაშვილი და ნინია სადღომელაშვილი;

• 14 ივლისი, გურჯაანი – ეთერ თათარაიძე და ნიკოლოზ ტოტოღაშვილი;

• 15 ივლისი, ბაკურიანი – ტარიელ ხარხელაური;

• 16 ივლისი, ზუგდიდი -ლევან ბერძენიშვილი და ზვიად კვარაცხელია;

• 17 ივლისი, გურია -გიორგი კეკელიძე;

• 18 ივლისი, ბათუმი თეონა დოლენჯაშვილი და გიორგი კეკელიძე;

• 19 ივლისი, ბათუმი – თათული ღვინიანიძე.

სპეციალურად პატარა ასაკის მკითხველისთვის კი „პეპელასთან“ თანამშრომლობით რამდენიმე ქალაქში განსაკუთრებული აქტივობებიც იგეგმება- ქუთაისში, გორსა და ბაკურიანში დაგეგმილ შეხვედრებში ბევრი სიურპრიზი გელოდებათ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მისული სტუმრები -30%იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სრულ ასორტიმენტზე.​

შემოუერთდი ლიტერატურულ ტურნეს.