ქალაქ რუსთავში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს სახელდება მიენიჭა,ზოგს კი შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს გახდა ცნობილი.
კერძოდ ჭყონდიდელის დასახლებაში ნეკრასოვის ქუჩას მიენიჭება მიტროპოლიტი სერგის სახელი.
ასევე თბილისი-წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილს, რომელიც რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემოდის იმერეთის ქუჩის სახელწოდება მიენიჭება,ხოლო რუსთავის შემოსასვლელ ნაწილში ქუჩა მამა გაბრიელის სახელობის იქნება.
რაც შეეხება გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტირებულ სკვერს იგი გიორგი ჭყონდიდელის სახელობის იქნება.
ხოლო გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში ვასილი ჩაპაევის ქუჩას გადაერქმევა სახელი და არსებული ტერიტორია გიორგი ანწუხელიძის სახელობის იქნება.