რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს რიგით 36-ე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა.
დამტკიცდა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, გაიზრდება რუსთავი – თბილისის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში კიდევ რამდენიმე ათეულ ლიფტს, დაფინანსება გაეზრდებათ რაგბის და საფეხბურთო კლუბებს, კაპიტალურად შეკეთდება გზები და ტროტუარები.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსახილველ კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტიელებები მიიღეს.
დამტკიცდა, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტები.
თანხმობა მიეცა რუსთავის მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე შპს „ლეგენდა“-ს.
დეპუტატებმა ერთხმად მოიწონეს რუსთავის მუნიციპალიტეტში მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებში ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ზურაბ ტაბაღუამ წარადგინა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით დაფუძნდება „ახალგაზრდობის განათლებისა და განვითარების“ და „რუსთავი სპორტის განვთარების“ ა(ა)იპ -ები.
ცვლილებები შევიდა რამდენიმე ქუჩის სახელდებაში.
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ერთეულში, ნეკრასოვის ქუჩას მიტროპოლიტი სერგის სახელი, ხოლო ჩაპაევის ქუჩას გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. გიორგი ჭყონდიდელის სახელი ეწოდა ამავე ტერიტორიულ ერთეულში გურამ რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ ახლადრებილიტირებულ სკვერს. თბილისი-წითელი ხიდის მიმდებარდ უსახელო ქუჩას იმერეთის სახელი, ხოლო ქალაქის შემოსასვლელში არსებულ უსახელო ქუჩას მამა გაბრიელის სახელი მიენიჭა .
საკრებულოს რიგით N36 სხდომაზე მერიის მიერ ინიცირებული საკითხები მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა და ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ გია ანთაურმა წარადგინეს.
დღეს გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.