17 ივლისს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს 10:00-დან
17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში;

10:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს
თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კვესეთი, დაბა კოჯორი, ნასოფლარი,
მანგლისი, ელფია და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:30 საათამდე
აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სამშვილდე და დაღეთი.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება
ჩვეულ რეჟიმში.