25 ივლისს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივლისს 09:00-დან
09:10 საათამდე და 11:50-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი კლდეისი
და ირაგა;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის
სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, ბროწეულა, კინოსტუდია, დიდი ლილო და
მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის
რაიონის სოფლებში ახალი სამგორი, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 19:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში
წყლულეთი, ნახშირგორა, მანგლისი, წვერი, დრე, ორბეთი და მიმდებარე
სოფლებში;

11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის,
გიორგაძის, წერეთლის, მაზმიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ხოჯორნი, ახკერპი,
წერაქვი, ჩანახჩი, გიულბახი, ოფრეთი, სიონი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში თრიალეთი,
ხრამჰესი, კავთა, განთიადი, ბედიანი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლომოურის, მელიქიშვილის და
მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.