6-8 ივლისს ქვემო ქართლის რეგიონში,მათ შორის რუსთავშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივლისს 11:00-დან
11:30 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ბათუმის, რუსთაველის, მეტალურგების,
ქაშაკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილში; 11:00-
დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში ჭავჭავაძის ქუჩაზე #6, ბათუმის
ქუჩაზე #17, კოსტავას ქუჩაზე #20 კორპუსებს და რუსთავის მერიას;

8 ივლის 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს წალკაში კოხტის, არისტოტელეს, 25
მარტის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 11:10 საათამდე და 15:50-დან 16:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში სამება, განთიადი, ტბეთი, დაშბაში, დარაოვი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში მარაბდა,
ჯანდარა, ყიზილაჯლო, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.