საქართველო გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს ტურნირზე ზღაპრული გამოსვლის შემდეგ, რომლითაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა, – ასე აფასებს ევროპის პირველობაზე ჯვაროსნების წარმატებულ დებიუტს BBC-ი.
„გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც შესანიშნავი თამაშითა და პლეიოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები საფინალო სასტვენის შემდეგ, საკუთარ ადგილებზე დარჩნენ და დიდხანს უძღვნიდნენ აპლოდისმენტებს თავიანთ ფეხბურთელებს“, – ნათქვამია სტატიაში.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას აფასებს რადიო BBC-იც.
„საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა ამ ტურნირზე იმისათვის, რომ მათი ფანები ამაყები იყვნენ. საქართველომ მთავარ ევროპულ ტურნირზე დებიუტით უნდა იამაყოს“, – ნათქვამია პოსტში.