27 წლის ლაშა გურულმა მერვედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. რუსთაველმა სპორტსმენმა მეტოქე დამაჯერებლად, 5:0, დაამარცხა და 1 აგვისტოს მეოთხედფინალში ყაზახ მეტოქეს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში გამარჯვების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.
შეგახსენებთ ლაშა გურული ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.