რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ ქუჩაზე ეწყობა.
მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ გზაზე, ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო.
პროექტი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას სამ ვრცელ ლოკაციაზე ითვალისწინებს.
პარალელურად, სამუშაოები მიმდინარეობს აფხაზეთის და ლომოურის ქუჩებზე.
უახლოეს პერიოდში, აფხაზეთის ქუჩაზე, ასფალტის მეორე ფენა, ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზაზე, კი ბეტონის საფარი დაიგება.
მოწყობილია ახალი სანიაღვრე ქსელი, განახლებულია მაგისტრალური წყალსადენი და სხვა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
პროექტით გათვალისწინებულია ველობილიკების, ტროტუარების, გარე განათების, სარწყავი სისტემის და მწვანე სივრცეების მოწყობაც.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 3 994 439 ლარია.