ხორვატიაში მოხუცთა თავშესაფარში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ხორვატიაში, ქალაქ დარუვარის მოხუცთა თავშესაფარში სროლას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელი 1973 წელს დაბადებული ომის ვეტერანია, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში შევიდა და ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის მსროლელის დედაც.

კაცმა შემთხვევის ადგილის დატოვება შეძლო, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა ის დააკავეს. მისი მოტივების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.