როგორი ამინდი იქნება საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-9 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში კი +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. მოსალოდნელია ქარის გაძლიერება როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე თბილისშიც.

უნალექო ამინდი და +34 გრადუსია ნავარაუდევი თბილისსა და რუსთავში.

სინოპტიკოსების ცნობით, 10 აგვისტოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება.