ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რუსთავში კონცერტით დასრულდა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რუსთავში კონცერტით დასრულდა.

რუსთავის პარკში, მაყურებლის წინაშე Tika Balanchine & New One წარდგნენ.

 

მუსიკალური ღონისძიების დაწყებამდე, რუსთავის სპორტის სასახლეში, ახალგაზრდული ფორუმი ,,ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის’’ გაიმართა.

 

კონცერტის მიმდინარეობისას, სცენაზე ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, რუსთაველი სპორტსმენი ლაშა გურული და მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილი მიიწვიეს. რუსთაველ ოლიმპიელებს რუსთავის მერიამ ფულადი ჯილდო 10 000 -10 000 ლარი გადასცა.

 

ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.