გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში,სახალხო-რელიგიური დღესასწაული ,,ღვთაებობა” აღინიშნა

29 აგვისტოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარედ, სახალხო-რელიგიური დღესასწაული ,,ღვთაებობა” აღინიშნა.

 

ღვთაებობას მონასტერს ადგილობრივი მოსახლეობის გარდა სტუმრობდა უამრავი მომლოცველი. დილით აღევლინა წირვა-ლოცვა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სპორტული ღონისძებების ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში, გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.