დღეს, გარდაბანში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რამაზ ბუდაღაშვილმა, მოადგილე ლევან ხმალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე სამირ ხიალოვმა და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილების უფროსმა სერჟანტმა ოთარ სონღულაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გარდაბნელების – კაპრალი ლევან დევდარიანის, სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილისა და პოლიციელი გენადი ხარძიანის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს.