ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით 18:00 საათამდე მიმართონ. სააპელაციო განაცხადების ჩაბარება მიიღება მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზეა ხელმისაწვდომი.