ილია სულამანიძემ (100 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო. მერვედფინალში ის იტალიელ ჯენარო პირელის დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. შემდეგ შეხვედრაში ის იაპონელ აარონ ვოლფს დაუპირისპირდება.
23 წლის ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ოლიმპიადაზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. პირველი მედალი საქართველომ 30 ივლისს მოიპოვა – ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.