პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.
ირაკლი ჩხეიძემ (102კგ.) ატაცში გამოსვლა 179 კილოგრამით დაასრულა და ამ დისციპლინაში მე-7 ადგილი დაიკავა.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.