გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
შედეგები ცნობილია შემდეგ საგნებში: უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, საბაზო პროფესიული უნარები, მათემატიკა (VII-XII), ისტორია (VII-XII), გეოგრაფია (VII-XII).
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს https://online.naec.ge/regteachers/Teachers/TeachersDefault.aspx
სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.









