ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლის მფლობელი, რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული სამშობლოში დაბრუნდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლის მფლობელი, რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული სამშობლოში დაბრუნდა.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენს რუსთავის სპორტის განვითარების ხელმძღვანელი, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

 

პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში გურული კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს შეხვდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 2000 წლის შემდეგ გურული პირველი მოკრივეა, ვინც ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.