პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხალიჩაზე ქართველებიდან პირველი რობერტ კობლიაშვილი (97კგ) გამოვიდა.
ქართველი ფალავანი მერვედფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდა და 1:9 დამარცხდა.
კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა, თუ ხასლახანაუ ფინალში გასვლას მოახერხებდა, თუმცა იგი მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჭიდავესთან დამარცხდა. შესაბამისად, ქართველმა სპორტსმენმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.
რობერტ კობლიაშვილი მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჭიდავესთან დამარცხდა. შესაბამისად, ქართველმა სპორტსმენმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.