რუსთავის მერია, კიდევ ერთი ისტორიული შენობის – გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის სრულ რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტირება უკვე დასრულებულია და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად, ტენდერი მალე გამოცხადდება.
კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი შატაკიშვილთან და ალექსანდრე დალაქიშვილმა ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე განიხილა.
პროექტით, შენობის სრული რეაბილიტაციაა განსაზღვრული. განახლდება საკონცერტო დარბაზი, მოეწყობა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, გახმოვანების, განათების თანამედროვე სისტემა და სასცენო აპარატურა. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შენობის შიდა ოთახებში, დაგეგმილია სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციაც. შენობის გარე პერიმეტრზე კი დეკორატიული ფილებით და მწვანე სივრცეებით კეთილმოწყობილი დასასვენებელი ზონა მოეწყობა.
კულტურის სახლის ისტორიული ნაგებობა, რომელიც 1948 წელსაა აშენებული, რესტავრაციის შემდეგ, ავთენტურობას შეინარჩუნებს. პროექტის განხორციელების შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილო ძველი საბჭოთა შენობის ადგილზე, თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია შეიქმნება. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze
ირაკლი შატაკიშვილი / Irakli Shatakishvili
ალექსანდრე დალაქიშვილი / Aleksandre Dalakishvili