რუსთავი-თბილისის ხაზებზე მოძრავ ავტობუსებს დედაქალაქში გაჩერებებზე მგზავრების აყვანა შეეძლებათ

რუსთავი-თბილისის ხაზებზე მოძრავ ავტობუსებს დედაქალაქში გაჩერებებზე მგზავრების აყვანა შეეძლებათ.

დადგენილება, დედაქალაწის საკრებულომ 16 აგვისტოს გამოსცა.

დადგენილების თანახმად კონკრეტულ ხაზზე მოძრავ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს თბილისში გადაადგილების დროს შეჩერების უფლება მიეცათ.

დადგენილების ასამოქმედებლად მისი გამოქვეყნებაა საჭირო – როგორც წესი, ამას რამდენიმე საათი ან დღე სჭირდება ხოლმე.

როგორც ცნობილკა, ცვლილებები არ შეეხებათ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს, მათ მხოლოდ ბოლო გაჩერებაზე შეეძლებათ მგზავრების აყვანა.

აღსანიშნავია,რომ ყოველდღიურად რუსთავიდან თბილისში 30 ათასი ადამიანი მგზავრობს. მათი დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს:

მუნიციპალური სამსახურის 12 ავტობუსს რუსთავიდან თბილისში (ისნამდე) მიჰყავს მგზავრები;

გარდა ამისა, კერძო კომპანია „ინტერტრანსს“ ეკუთვნის 11 ხაზი, სადაც დღეში 100-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდება.

შეგახსენებთ, რუსთავის მერია დედაქალაქის მიმართულებით მგზავრთა გადასაყვანად ახალ ავტობუსებს ყიდულობს და მას სხვადასხვა მიმართულებით დანიშნავს.