რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 14 ქანდაკებიდან ერთ-ერთი სკულპტურა, ქალაქის ახლადრეაბილიტირებული ცენტრალური ხიდის დასაწყისში, ღია საგამოფენო სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა.
ქანდაკება, სახელწოდებით -,,ცეკვა ქართან ერთად”, ბულგარელი სკულპტორის – ზდრავკო ზდრავკოვის ნამუშევარია.
სკულპტურის განთავსების პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი გაეცნენ.
სკულპტურა, რომელიც ორი სილუეტის სინთეზს ქმნის, ძველი და ახალი რუსთავის ერთიანობას განასახიერებს და ქალაქის შუაგამყოფ ხიდთან მისი განთავსება, სიმბოლურად გამოხატავს ორი განსხვავებული არქიტექტურული სტილის არეალის ერთობლიობას.
ქანდაკების ავტორი, ბულგარელი სკულპტორი, ხელოვნების მაგისტრია და მას 30-ზე მეტ სომპპზიუმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა.
ტრადიცია, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, წელს, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით აღდგა და რუსთავს 14 საინტერესო სკულპტურა დაუტოვა.
ქანდაკებები ქალაქის ქუჩებში განთავადება.
ბულგარელი სკულპტორის ,,ცეკვა ქართან ერთად”, რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი-2024- ის ფარგლებში შექმნილი პირველი სკულპტურაა, რომელმაც კუთვნილი ადგილი ქალაქში, უკვე დაიკავა.