გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა.
„აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64).
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები (რეიტინგული სიები) მოგვიანებით გამოქვეყნდება.“ – ნათქვამია განცხადებაში.